საქსტატის ცნობით, 2020 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო
ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 347.7 მლნ. აშშ დოლარი
შეადგინა,
რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.8 პროცენტით ნაკლებია.
აქედან, ექსპორტი 3 342.1 მლნ. აშშ დოლარი იყო (12.0 პროცენტით
ნაკლები), ხოლო იმპორტი 8 005.6 მლნ. აშშ დოლარი (15.9 პროცენტით
ნაკლები).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წელს 4 663.4 მლნ. აშშ დოლარი და
საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტი შეადგინა.
ცნობისთვის, ეს ექსპრეს მონაცემებია, საქართველოს საგარეო ვაჭრობის
დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 20 იანვარს.
წყარო:
report.ge