შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა ჯანმრთელობის
განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი პირი – 1988 წელს
დაბადებული გ.ი. დააკავეს.
როგორც შსს აცხადებს, ბრალდებული 2020 წლის ნოემბერში, წარსულში
არსებული უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, თელავის
მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, საავტომობილო გზაზე, 1976 წელს
დაბადებულ ლ.კ.-ს ავტომობილით განზრახ შეეჯახა, 1984 წელს დაბადებულ
გ.ბ.-ს კი ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც
დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი ძებნილი გ.ი., რამდენიმეთვიანი
ძებნის შემდეგ ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულის
სახით დააკავეს.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით
მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.