404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
სერვისები, რომელიც მარნეულის მერიამ შშმ პირებს 2020 წელს დაუფინანსა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და იძულებით გადაადგილებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ყოველთვიური და ერთჯერადი დახმარების სერვისები განისაზღვრა.

აღნიშნული სერვისები ითვალისწინებს მხედველობის შეზღუდვის მქონე პირთა, სმენა დაქვეითებულ, ასევე დიალეზზე მყოფ პირთა როგორც ერთჯერად, ასევე ყოველთვიურ დახმარებას.

მარნეულის მერიდან მიღებული ოფიციალური ინფომრაციის თანახმად, 2020 წელს აღნიშნული სერვისებით 497-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.

„მიმდინარე წელს, სერვისებით ჯამში ისარგებლა 497 ბენეფიციარმა, ხოლო ყოველთვიური დახმარებით ბენეფიციარებმა ისარგებლეს 1416 ჯერ, დიალეზზე მყოფ მოქალაქეთა ყოველთვიური სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურება განხორციელდა 1010 ჯერ“. - წერია რადიო „მარნეულის“ მიერ მერიიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N9 დადგენილების შესაბამისად, მხედველობის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და 18 წლამდე ასაკის უსინათლო ბენეფიციარებ ყოველთვიურად 100 ლარს მიიღებენ. მხედველობის მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარები ყოველთვიურად 70 ლარს აიღებენ. ყოველთვიურად 70 ლარს აიღებენ ყრუ-მუნჯი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც.

მარნეულის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ზემოაღნიშნული სერვისების პარალელურად, მარნეულის მუნიციპალიტეტში შეიქმნა შშმ პირთა საბჭო, რომლის მიზანს ბენეფიციართა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებებში ჩართვა წარმოადგენს.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია