404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
SOCAR-ი სამრეწველო ხარისხსა და საწარმოო უსაფრთოებას ზრდის
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის SOCAR-ის ხელმძღვანელსა და American Petroleum Institute (API) - ს ხელმძღვანელს შორის ონლაინ ვიდეო შეხვედრა გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ სამრეწველო პროცესების ხარისხისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. გაფორმდა მემორანდუმი.

კომპანიის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა ისაუბრა გასული საუკუნის დასაწყისში აზერბაიჯანული ნავთობის ინდუსტრიის სამეცნიერო და ტექნიკურ მიღწევებზე, მიღწევებსა და დადგეგმილ სიახლეებზე. მან თქვა, რომ SOCAR– ის განვითარების ახალი სტრატეგია მოითხოვს წრმოების სისტემის მოდერნიზებას და საერთასორისო სტანდარტიზებას.

”API კომპანიას დაეხმარება დაჩქარდეს ტექნოლოგიური განვითარების დინამიკა. სწორედ ამ მიზნით, SOCAR– ში მენეჯმენტის API-ს Q1 / Q2 სტანდარტები დაინერგება. სწორედ ამ სტანდარტით ოპერირებენ მსოფლიოს წამყვანი ნავთობისა და გაზის კორპორაციები. ჩვენ გვჯერა, რომ ეს მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კომპანიის ოპერატიული ეფექტურობის გაუმჯობესებაში, ასევე ჩვენი თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაში,” - განაცხადა როვნაგ აბდულაევმა.

API– ს გლობალური ინდუსტრიული მომსახურების ჯგუფის ხელმძღვანელმა დებრა ფილიპსმა პრეზენტაცია გამართა API– ს შესახებ. მან აღნიშნა, რომ API, რომელსაც 100 წელი შეუსრულდა 2019 წელს, ახლა 700 – ზე მეტ სტანდარტს იყენებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. API–ი იღებს ტრენინგებისა და სერტიფიცირების პასუხისმგებლობასაც.

მხარეებს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის თანახმად, SOCAR– ის სტრუქტურული ერთეულები სერტიფიცირებულნი იქნებიან API სტანდარტების შესაბამისად.

წყარო: report.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია