საქართველოს ნარკოპოლიტიკა გაუმართლებლად მკაცრია – HRW
ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია Human Rights Watch მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა გაუმართლებლად მკაცრია.

„ხელისუფლებამ მკაცრი ანტინარკოტიკული კანონმდებლობა შეინარჩუნა, რომლითაც ადამიანებს ნარკოტიკული ნივთიერების (მარიხუანის გარდა) მოხმარების ან პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის სჯიან,“ – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ მართალია ივნისში საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ადამიანის პატიმრობა ნარკოტიკული საშუალების ისეთი მცირე ოდენობით ფლობისთვის, რომელიც ინტოქსიკაციას არ იწვევს:

„თუმცა, საკანონმდებლო რეფორმა, რომლითაც ნარკოტიკის მოხმარებისადმი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ორიენტირებული მიდგომები დაინერგებოდა და ძირეულად შეიცვლებოდა არსებული სადამსჯელო პრაქტიკა, კვლავ განუხილველი დარჩა,“.

Human Rights Watch-ის 2020 წლის ანგარიშში ორგანიზაცია საქართველოში მიმდინარე ისეთ პოლიტიკურ თუ სოციალურ მოვლენებს მიმოიხილავს, რომლებმაც ქვეყანაში ადამიანების უფლებებზე განსაკუთრებული ზეგავლნა იქონიეს.

ამ ანგარიშში გამოწვევებად დასახელებულია ისეთი საკითხები, როგორიცაა გუამართავად მკაცრი ნარკოპოლიტიკა, წინასაარჩევნოდ ამომრჩევლებზე ზეწოლის ბრალდებები, სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი დანაშაულები და სხვა.

სრული ანგარიში ნახეთ აქ.

წყარო: ნეტგაზეთი
Print