404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
სახელმწიფომ დაადასტურა, რომ არ დაუშვებს პურის გაძვირებას - ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია
სახელმწიფომ გუშინ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სახელით დაადასტურა, რომ არ დაუშვებს პურის გაძვირებას,-ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ლევან სილაგავამ განაცხადა.

ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“ რუსეთის მიერ 15 თებერვლიდან 30 ივნისის ჩათვლით მარცვლეულის ექსპორტზე კვოტირების შემოღებასა და საბაჟო ტარიფების მატებაზე ისაუბრა.

როგორც სილაგავა აცხადებს, რუსეთის მიერ ხორბლის მიწოდების ფასის ზრდა საქართველოზე ნეგატიურად აისახება, საერთაშორისო ბირჟებზე კი აღნიშნულმა სერიოზული რყევები გამოიწვია.

რაც შეეხება საქართველოს, მისი თქმით, დღევანდელი პროგრამის მიხედვით, პურის ფასი პირველ თებერვლამდე არ გაიზრდება. ხოლო იმისთვის, რომ პირველი თებერვლიდან არ გაძვირდეს პური, სახელმწიფოს მხრიდან 10 - ლარიანი სუბსიდირება არასაკმარისი იქნება.

„დღეს ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი არის 68 ლარის ფარგლებში. შესაბამისად, ის რომ 68 ლარია თავისუფალ ბაზარზე, მომავალ 2 თვიან ტენდენციაში 10 - ლარიანი სუბსიდირება აღარ ყოფნის.

დღევანდელი პროგრამა რომელიც მუშაობს, პურის ფასს დადასტურებულად არ აძვირებს პირველ თებერვლამდე. რაც შეეხება მეორე ტენდერის პირობებს, თუ ტენდერის პირობები არ გადაიხედა, სახელმწიფო არ წავიდა პირობების შეცვლის კუთხით, ფასი იქნება საბაზრო და საბაზრო ფასის პირობებში პურის ფასიც გადაიხედება.

თუმცა, სახელმწიფომ გუშინ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გელა ხანიშვილის სახელით დაადასტურა, რომ სახელმწიფო არ დაუშვებს პურის გაძვირებას, გადაიხედება ტენდერის პირობები, რომ არ გაძვირდეს პური და მეტი სუბსიდირების თანხა ჩაიდება ან სხვა მექანიზმზე იქნება საუბარი“,
-აცხადებს სილაგავა.

ამასთან, როგორც სილაგავა აცხადებს, გაძვირებული კომუნალური ტარიფები 1 ტომარა ფქვილზე ფასის მატებას მაინც გამოიწვევს და ელექტროენერგიის კომპონენტის სუბსიდირების თვალსაზრისითაც 1 ტომარა ფქვილის ფასი 1-1.50 ლარით გაიზრდება.

„გაძვირებული ტარიფების პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ გაძვირების 50%-ს სახელმწიფო სუბსიდირებით აფინანსებს 1 წლის განმავლობაში, მათ შორის, შედიან წისქვილკომბინატებიც, 1 ტომარა ფქვილზე გაძვირება სუბსიდირების ჩათვლით მაინც ხდება. ჩვენი გათვლებით 1-1.50 ლარის ფარგლებში. ელექტროენერგიის კომპონენტი, მათ შორის, დასუბსიდირებული, სამწუხაროდ, მაინც აძვირებს 1 ტომარა ფქვილს“, - აცხადებს სილაგავა.

წყარო: BPN
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია