სპორტის სასახლის მშენებლობა რუსთავში-გუბერნატორის კომენტარი
რუსთავში სპორტის სასახლის მშენებლობაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება – ამის შესახებ TV4-ს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განუცხადა.

“უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი, გადაუდებლად და ეს ძალიან დიდი წინსვლა იქნება ქალაქისთვის. ქალაქი უახლოეს პერიოდში მიიღებს კომპლექსურ, მულტიფუნქციურ სპორტულ თანამედროვე კომპლექსს", – აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა.

სპორტული კომპლექსი რუსთავში, აღმაშენებლის გამზირზე, რაგბის სტადიონის მიმდებარედ უნდა აშენდეს. პროექტის მიხედვით, კომპლექსი მრავალფუნქციური იქნება და მისი მთავარი დარბაზი 1400 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

რუსთავის სპორტის სასახლეში შესაძლებელი იქნება სპორტის სასახლის დარბაზის ტრანსფორმაცია და სხვადასხვა სახეობის შეჯიბრებების ჩატარება.

შეგახსნებთ, სპორტკომპლექსის მშენებლობისთვის პირველი ტენდერი გასული წლის ზაფხულში გამოცხადდა, თუმცა არ შედგა.

წყარო: tv4.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები