404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
„იმუშავე საქართველოდან“ პროგრამის ფარგლებში უკვე 742 უცხოელი ჩამოვიდა
"იმუშავე საქართველოდან" პროექტში მონაწილეობის მისაღებად ქვეყანაში ჩამოსვლისა და დისტანციურად მუშაობის დასაწყებად, 2020 წლის 27 აგვისტოდან 2021 წლის 17 იანვრის ჩათვლით, 90 ქვეყნის 2190 მოქალაქე დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის მიზანია, საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი საერთაშორისო ვიზიტორთა მიღება, რომელთა საშუალო დაყოვნების პერიოდი გაუტოლდება 6 თვეს, ხოლო საშუალო ყოველთვიური შემოსავალი იქნება 2,000 აშშ დოლარზე მეტი.

"იმუშავე საქართველოდან" პროექტში მონაწილეობის მისაღებად ქვეყანაში ჩამოსვლის და დისტანციურად მუშაობის დასაწყებად, 2020 წლის 27 აგვისტოდან 2021 წლის 17 იანვრის ჩათვლით, 90 ქვეყნის 2190 მოქალაქე დარეგისტრირდა. ტოპ ქვეყნებს შორისაა: აშშ, უკრაინა, ბელორუსი, რუსეთი, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, კანადა. მიღებული აპლიკაციებიდან უცხო ქვეყნის 1500-მდე მოქალაქეს პროგრამაში მონაწილეობის უფლება მიეცა. პროექტის ფარგლებში, საქართველოში უკვე შემოვიდა 742 პირი. მიღებული აპლიკაციების რაოდენობიდან: 58% თვითდასაქმებულია, 26% სრულ განაკვეთზე მუშაობს, ხოლო 16% მეწარმეა. პროექტის ფარგლებში საქართველოში ჩამოსული 742 პირი საშუალოდ 6 თვიან პერიოდში უდრის 9 მილიონამდე აშშ დოლარის პოტენციურ დანახარჯს. დადასტურებული რეგისტრირებული უცხო ქვეყნის 2190 მოქალაქის აპლიკაცია საშუალოდ 6 თვიან პერიოდში უდრის 26 მილიონი აშშ დოლარის პოტენციურ დანახარჯს. მოცემული ინდიკატორების შესრულებით, ქვეყანა იღებს გრძელვადიან საერთაშორისო ვიზიტორებს, რომლებიც საკუთარ დანაზოგებს დახარჯავენ ტურისტული, სამომხმარებლო სერვისისა და პროდუქციის მიღების მიზნით. პროექტის მონაწილეები საქართველოში, თანმხლებ პირებთან, ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოდიან. “იმუშავე საქართველოდან” პროექტით დაინტერესდნენ საერთაშორისო გამოცემები და სამოგზაურო მედია პლატფორმები: პროექტის შესახებ გამოცემებში, New York Times-მა Forbes-მა Insider-მა, Big 7 Travel-მა და სხვა გამოცემებმა სტატიები მოამზადეს. “იმუშავე საქართველოდან” პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პანდემიის პირობებში ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად შეიმუშავა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო: BPN
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია