საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3 022-მდე გაიზარდა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია StopCov.ge-ზე განათავსდა. სულ, ქვეყანაში, ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 3 022 ადამიანი.

გამოვლინდა ინფიცირების 903 ახალი შემთხვევა, შედეგად, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ ქვეყანაში 251 974-ს მიაღწია.

გამოჯანმრთელდა 636 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 18 528 ტესტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

წყარო: report.ge
Print