დუისში 40 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ახმეტის მუნიციპალიტეტში 1 პირი დააკავეს – 1975 წელს დაბადებული ხ.გ.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 იანვარს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში (პანკისის ხეობაში), ურთიერთშელაპარაკების გამო, თავის თანასოფლელს – 1979 წელს დაბადებულ ი.ქ-ს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და მიიმალა.

მიღებული ჭრილობების შედეგად, მოქალაქე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ის რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ პანკისის ხეობაში დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის— სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პანკისის სათემო რადიოს ცნობით, დაღუპული არის 40 წლის იბრაჰიმ ქავთარაშვილი, ხოლო ბრალდებული მისი მეზობელია, — სიმონ მარგოშვილი, იგივე ხიზირ გაურგაშვილი.

წყარო: ნეტგაზეთი
Print