თელავში მკვლელობის და დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
თელავში, სოფელ კისისხევში, ქალის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკების შემდეგ თავის ნაცნობ კაცს და ამ უკანასკნელის თანმხლებ ქალს არაერთი ჭრილობა მიაყენა.

მათივე ინფორმაციით, დაჭრილი კაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, დაშავებული ქალი კი მიღებული ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

მათივე განცხადებით, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე ცხელ კვალზე დააკავეს და პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. მათივე ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: ნეტგაზეთი
Print