მთავრობის დადგენილებით, 1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია 15
ლარამდე იზრდება. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, სუბსიდიის მოცულობა
ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე 10 ლარის
ნაცვლად, არაუმეტეს 15 ლარით განისაზღვრა.
როგორც მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული გაზრდილი სუბსიდია 2021
წლის 1-ლი თებერვლიდან 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით რეალიზებული
პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირებისას იმოქმედებს.
ცნობისთვის, სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილს ასუბსიდირებს,
რისთვისაც საერთო ჯამში 10 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამა 1-ელ
დეკემბერს დაიწყო და 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება.