მთავრობის დადგენილებით, 1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია 15 ლარამდე იზრდება
მთავრობის დადგენილებით, 1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია 15 ლარამდე იზრდება. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, სუბსიდიის მოცულობა ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე 10 ლარის ნაცვლად, არაუმეტეს 15 ლარით განისაზღვრა.

როგორც მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული გაზრდილი სუბსიდია 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით რეალიზებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირებისას იმოქმედებს.

ცნობისთვის, სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილს ასუბსიდირებს, რისთვისაც საერთო ჯამში 10 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამა 1-ელ დეკემბერს დაიწყო და 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print