სკოლების გახსნის პარალელურად, მასწავლებლები გაიტესტებიან 2 კვირაში ერთხელ - ცქიტიშვილი
თავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვი-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგი გამართა. მან საბჭოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა შეზღუდვების მოხსნის ვადებთან დაკაშირებით.

ასევე, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით თოთოეული დარგისთვის დადგინდა ტესტირების პროტოკოლები.

„კერძოდ, თანაშრომელთა გარკვეული რაოდენობების და პერიოდულობის ტესტირებასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის, ბაზრობები ვალდებულები იქნებიან 2 კვირაში ერთხელ უზრუნველყონ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება. კვების ობიექტებისთვის ეს არის ორ კვირაშ ერთხელ არანაკლებ 50%-ის ტესტირება.

ბუნებრივია, სკოლების გახსნის პარალელურად, სახელწმიფო უზრუნველყოფს ასევე მასწავლებლების სისტემურ ტესტირებას 2 კვირაში ერთხელ, “
- განაცხადა მან.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები