1 მარიტდან იგეგმება საბავშვო ბაღების გახსნა, სკოლებში, პროფსასწავლებლებსა და უმაღლესებში სტუდენტების დაბრუნება
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ახალი გეგმა გააცნო საზოგადოებას.

ცქიტიშვილის განცხადებით, 1 მარტიდან განახლდება სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში იმ სკოლებში, რომელიც ამჟამად დისტანციურ რეჟიმზე მუშაობს (საქართველოს დიდ ქალაქებსა და აჭარაში).

მისი ინფორმაციით, საბავშვო ბაღების, პროფესიული სასწავლებლების და უმაღლესი სასწავლებლების აღდგენა იგეგმება ასევე 1 მარტიდან. ცქიტიშვილის თქმით, ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები