404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილი გვაქვს მარტიდან - ცქიტიშვილი
„თბილისსში, ქუთაისსა და რუსთავში პირველი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილი გვაქვს პირველი მარტიდან”, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

„საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება 1 თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა.

ხოლო თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლების და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა გვაქვს დაგეგმილი 1 მარტიდან.

ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან, “-
განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, აჭარაში 1 თებერვლიდან კვების ობიექტების გარე სივრცეების გახსნა იქნება შესაძლებელი.

წყარო: პუბლიკა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია