საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ თებერვლიდან და მარტიდან, დიდ
ქალაქებში შეზღუდვების მოხსნას გეგმავს. თუმცა, შეზღდუვები სხვადასხვა
დროს მოიხსნება სხვადასხვა ქალაქში.
ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია
იძლევა იმის საშუალებას, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი, სწავლა და
ვაჭრობა ნაწილობრივ აღდგეს.
დღესდღეობით ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები საქართველოს 8 დიდ ქალაქში –
თბილისში, რუსთავში, ბათუმში, გორში, ქუთაისში, ფოთში, თელავსა და
ზუგდიდში მოქმედებს.
1 თებერვლიდან:
ბათუმში, ზუგდიდში, გორგში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური
ტრანსპორტის მუშაობა, გაიხსნება სკოლები, მაღაზიები და სავაჭრო
ობიექტები;
თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუშაობას განაახლებენ მაღაზიები და
სავაჭრო ცენტრები. თუმცა, არა მუნიციპალური ტრანსპორტი და
სკოლები;
აჭარაში დაშვებული იქნება კვების ობიექტების გარე სივრცეებში
სტუმრების მიღება;
სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის,
სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას გატანის ან მიტანის სერვისით იმ
წესების დაცვით, რაც დღეისთვის მოქმედებდა;
15 თებერვლიდან:
ყველა ქალაქში გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები
1 მარტიდან აღდგება:
თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის
მუშაობა და სწავლა განახლდება სკოლებში;
მთავრობაში ასევე ამბობენ, რომ ყველა ქალაქში საბავშვო ბაღების,
პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების მუშაობის აღდგენა დაგეგმილია
პირველი მარტიდან, თუმცა – „ეს ყველაფერი დამოკიდებულია
ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე,“.
ძალაში რჩება:
კომენდანტის საათი – მოქალაქეებს საშვის გარეშე საღამოს 21:00
საათიდან დილის 05:00 საათამდე გარეთ გასვლა არ შეეძლებათ.
სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები;
შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაზე;
პირბადის სავალდებულო ტარება, დისტანციის დაცვა, სავაჭრო ობიექტებში
მომხმარებელთა ნაკადის მართვა.