404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
რა შეზღუდვები იხსნება და რჩება თებერვალ-მარტში
საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ თებერვლიდან და მარტიდან, დიდ ქალაქებში შეზღუდვების მოხსნას გეგმავს. თუმცა, შეზღდუვები სხვადასხვა დროს მოიხსნება სხვადასხვა ქალაქში.

ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი, სწავლა და ვაჭრობა ნაწილობრივ აღდგეს.

დღესდღეობით ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები საქართველოს 8 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმში, გორში, ქუთაისში, ფოთში, თელავსა და ზუგდიდში მოქმედებს.

1 თებერვლიდან:

ბათუმში, ზუგდიდში, გორგში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა, გაიხსნება სკოლები, მაღაზიები და სავაჭრო ობიექტები;
თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუშაობას განაახლებენ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. თუმცა, არა მუნიციპალური ტრანსპორტი და სკოლები;
აჭარაში დაშვებული იქნება კვების ობიექტების გარე სივრცეებში სტუმრების მიღება;

სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის, სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას გატანის ან მიტანის სერვისით იმ წესების დაცვით, რაც დღეისთვის მოქმედებდა;

15 თებერვლიდან:

ყველა ქალაქში გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები

1 მარტიდან აღდგება:

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა და სწავლა განახლდება სკოლებში;
მთავრობაში ასევე ამბობენ, რომ ყველა ქალაქში საბავშვო ბაღების, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების მუშაობის აღდგენა დაგეგმილია პირველი მარტიდან, თუმცა – „ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე,“.

ძალაში რჩება:

კომენდანტის საათი – მოქალაქეებს საშვის გარეშე საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გარეთ გასვლა არ შეეძლებათ.

სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები;
შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაზე;

პირბადის სავალდებულო ტარება, დისტანციის დაცვა, სავაჭრო ობიექტებში მომხმარებელთა ნაკადის მართვა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია