საქართველოში მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იუწყება, რომ საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის პირველადი ინფორმაციით, თბილისის დროით 21:58 საათზე მოხდა 3.2 მაგნიტუდის (ML) სიდიდის მიწისძვრა.

მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისთან იყო.

წყარო: პირველი არხი
Print