404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
აზერბაიჯანელი და ქართველი ექსპერტები თანამშრომლობის პლატფორმას ქმნიან
აზერბაიჯანელი და ქართველი ექსპერტები თანამშრომლობისთვის პლატფორმას ქმნიან, - ამის შესახებ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაზე პოლიტოლოგმა გელა ვასაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი პლატფორმის შექმნის აუცილებლობა არსებობს.

"საქართველოში მეორე ყარაბაღის ომის გაშუქების კუთხით გარკვეული სირთულეები არსებობდა. საინფორმაციო ომი არა მხოლოდ აზერბაიჯანსა და საქართველოს, არამედ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების წინააღმდეგაც იყო მიმართული", - განაცხადა ვასაძემ.

პოლიტოლოგის თქმით, პლატფორმა აზერბაიჯანულ-ქართულ ურთიერთობებს გააანალიზებს და კონკრეტულ რეკომენდაციებს მოამზადებს, რომელიც არსებული პრობლემების გადაჭრისთვის სასარგებლო იქნება.

აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში, ფაიგ გულიევმა ექსპერტების ინიციატივას მაღალი შეფასება მისცა და ხაზი გაუსვა, რომ საელჩო წინადადებების განხილვისთვის მზადაა.

პოლიტოლოგის, ლევან მეტრეველის თქმით, აზერბაიჯანის გამარჯვებამ ომში გასული წლის ყველა ნეგატიური მოვლენა, მათ შორის პანდემია გადახაზა.

"აზერბაიჯანის გამარჯვება გვაფიქრებინებს, რომ უახლოეს მომავალში საქართველო თავის ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს და თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან წარმატებულ თანამშრომლობას ყველა სფეროში გააგრძელებს", - განაცხადა მეტრეველმა.

ექსპერტმა მალხაზ გულაშვილმა კი იმედი გამოთქვა, რომ ადრე თუ გვიან, საქართველო ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების გადაჭრის გზებს იპოვის.

"ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება აზერბაიჯანული ერის უდიდესი მონაპოვარია", - განაცხადა გულაშვილმა.

ისტორიკოსისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, გურამ მასხულიას თქმით კი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით აზერბაიჯანი რეგიონში ძალის ცენტრად იქცა.

ექსპერტისა და სუამის ყოფილი გენერალური მდივნის, ვალერი ჩეჩელაშვილის თქმით, საჭიროა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების არა მხოლოდ მხარდაჭერა, არამედ განვითარებაც.

მისი თქმით, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანული თემისა და აზერბაიჯანში ქართული დიასპორის პოტენციალი უფრო მეტად უნდა იყოს გამოყენებული.

"ჩინოსნებს შორის უფრო აქტიური კონტაქტები უნდა არსებობდეს. ჩვენი ურთიერთობები ჩვენი საერთო მონაპოვარია და მათი ფასი უნდა ვიცოდეთ. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებზე უნდა იყოს დაფუძნებული რეგიონალური თანამშრომლობა, ინტეგრაცია და სტაბილურობა",
- განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

წყარო:report.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია