კორონავირუსი: 25 გარდაცვლილი და 1 006 ახალი შემთხვევა – 26 იანვარი
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 006 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 25 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყება ამბობს, რომ ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1 050 ადამიანი, ჩატარდა 11 492 ტესტი.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 349 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 857 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 492 PCR ტესტით,“ – ნათქვამია ოფიციალურ სტატისტიკაში.

ახალი 1 006 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 426
  • აჭარა – 23
  • იმერეთი – 202
  • ქვემო ქართლი – 49
  • შიდა ქართლი – 79
  • გურია – 17
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი – 98
  • კახეთი – 69
  • მცხეთა-მთიანეთი – 22
  • სამცხე-ჯავახეთი – 15
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6
„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 254, საიდანაც: 3 069 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 545, აჭარაში – 219, იმერეთში – 605. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 689 პირი, მათ შორის, თბილისში – 306, აჭარაში – 51, იმერეთში – 177.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 193 პირი, მათგან თბილისში – 144, აჭარაში- 1, იმერეთში – 23. 353 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 178 – თბილისში, 118 – აჭარაში, 18 – იმერეთში. 3 832 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე,“ – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 490 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 17 801.

საქართველოში სულ კორონავირუსის 254 822 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 244 446 გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა 3 096.

წყარო: ნეტგაზეთი
Print