404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი დავიცვათ და ავამუშაოთ – გახარია
გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა ტურიზმის სექტორისა და “კრიტიკულად მნიშვნელოვანი” სხვა დარგების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მიმდინარე კვირიდან დაიწყებს. პრესსმსახურის ცნობით, გახარიამ თქვა, რომ “ყველაფერი უნდა გაკეთდეს”, რათა ზაფხულში ამუშავდეს ტურისტული სექტორი, რომელსაც პანდემიის თანმდები არაერთი რეგულაცია და შეზღუდვა შეეხო.

“…ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, თანმიმდევრულად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი დავიცვათ და ავამუშაოთ”, –
თქვა მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

გახარიას თქმით, ტურიზმისა და სხვა დარგების წარმომადგენლებთან შეხვედრებში ნათია თურნავა, მაია ცქიტიშვილი, ეკატერინე ტიკარაძე და სხვა მინისტრები ჩაერთვებიან.

“[შეხვედრები შედგება] იმისთვის, რომ შევათანხმოთ, როგორც პროტოკოლები, როგორ უნდა იმუშაოს ამ სექტორმა, ასევე გახსნის ის ეტაპები და ის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული ეპიდემიის გავრცელებასთან“, – თქვა მან.

გახარიას განცხადებით, “ყველანი ვხედავთ, თუ რა ხდება ჩვენს სამთო კურორტებზე. ეს ყველაფერი არის უკიდურესად სამწუხარო”.

“ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მძიმეა ტურისტული სექტორისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ბიზნესი აქვთ გუდაურში, ბაკურიანში, მესტიაში თუ გოდერძზე, ის მდგომარეობა, რომელიც დღეს იქ არის მაგრამ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანას, საბოლოო ჯამში, მდგრადი, თანმიმდევრული ეკონომიკური აღდგენის რესურსი დავუტოვოთ,…”,
– დაამატა მან.

გახარიას განცხადებით, “საქართველოს აქვს პატარა, მაგრამ უკიდურესად ღია ეკონომიკა” და “ცალკე აღებული ქვეყანა ამ ეკონომიკურ კრიზისს ვერ გაუმკლავდება”:

“ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ და ვიშრომოთ იმაზე, რომ ის შესაძლებლობები, რომელიც ჩვენ, უახლოეს პერიოდში, დარწმუნებული ვარ, გაგვეხსნება, პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სწორი მართვით და ეპიდემიის გავრცელების ტემპების შემცირებით, ასევე ვაქცინაციის შესაძლებლობით, ყველამ ერთად, უკიდურესად სწრაფად და ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ”.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია