404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
ამაზე სამარცხვინო გასაბჭოების 100 წლის თავზე ვერაფერი მოხდებოდა – ლომჯარია
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისსზე შტურმსა და პარტიის თამვჯდომარეს, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.

ლომჯარია თავის განცხადებაში აკრიტიკებს მთავრობას და მას „საკუთარი მოქალაქეების მიმართ სიძულვილით დაბრმავებულ ხელისუფალს“.

„არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებოდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმდება, რასაც აუცილებლად მოყვება საბჭოთა საქართველოს მსგავსად დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება.

ალბათ, ესეც არის მიზანი… საკუთარი მოქალაქეების მიმართ სიძულვილით დაბრმავებულ ხელისუფალს ძალის დემონსტრირება ჰგონია წარმატება, ამ დროს კი 1 ვაქცინაც არაა შემოტანილი ქვეყანაში, ფასები ძვირდება და ხალხი შიმშილის ზღვარზეა…,“
– წერს ლომჯარია.

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელია დღეს, 23 თებერვლის დილას დააკავეს. მელია პოლიციელებმა სპეციალური მანქანით უკვე წაიყვანეს.

მელიას დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა, ენმ-ს ოფისის შტურმისას სავარაუდოდ წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია