404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
კობახიძე მელიაზე: არ გადაიხადა, დავიჭირეთ
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შტურმზე განცხადებას აკეთებს, მელიას ენმ-ის ფორმალურ თავმჯდომარეს უწოდებს და შს მინისტრსა და პოლიციელებს მადლობას უხდის სპეცოპერაციის მისი შეფასებით სანიმუშოდ ჩატარებისთვის:

ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს თავის ღირსებას სამართლის უზენაესობას კანონის უზენაესობას რაც შეეხება ნიკანორ მელიას მიუხედავად იმისა, რომ ის გმაოირჩეოდა განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით და მზად იყო ეკადრა ყველაფერი განსაკუთრებით ძალაუფლების დაბრუნების პირობებში.

ნებისმიერი ადამიანის პატიმრობა თავისთავად არის მტკივნეული. თუმცა, ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით შეგახსენებთ ფაქტებს. ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში 2012 წელს ის აკოტრებდა კერძო ბანკს. ამ დანაშაულისთვის ის უკვე ცნობილ იქნა სისხლის სამართლის დამნაშავედ. 2019 წელს ორეგანიზებას უწევდა საქართველოს პარლამენტის შენობაში შეჭრას და პოლიციელებზე ძალადობას. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 2020 წელს ორგნაიზებას უწევდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეჭრას და პოლიციელბეზე ძალადობას.

იყო პარლამენტის საბოტაჟის ერთ-ერთი ინციატორი. სახელმწიფოს ყოველდღიურად ემუქრებოდა იმით, რისი მცდელობისთვისაც წაყენებული აქვს ბრალი. დემონსტრაციულად გადააგდო ელექტრონული სამაჯური, რითაც შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს. შეეფარდა გიარო, რომელიც არ გადაიხადა ორი თვის განმავლობაში, რითაც კიდევ ერთხელ შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს. მხოლოდ ამის შემდეგ დაუფასდა ყველა კრიმინალური და რადიკალური მცდელობა და დაინიშნა ნაციონალური მოძრაობის ფორმალურ თავმჯდომარედ. პროკურატურის მიერ გირაოს ვადის საბოლოოდ განსაზღვირს შემდეგ კიდევ ერთხელმ მიაყენა შეურაცხყოფა სახელმწიფოს და განაცხადა – “არ გადავიხდი ვერ დამიჭერთ”, არ გადაიხადა, დავიჭირეთ. უფრო სწორად, თითონ დაიჭირა საკუთრი თავი” – ამბობს კობახიძე.

კობახიძის შეფასებით, სპეცოპერაცია ენმ-ის ოფისში სანიმუშოდ ჩატარდა და ვახტანგ გომელაურს და სპეცოპერაციაში მონაწილეებს მადლობას უხდის “სახელმწიფოს ღირსების დაცვისთვის”:

“სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე ჩვენ კდიევ ერთხელ გვიწევს ანტისახელმწიფოებრივ ძალებთან იმის დამტკიცება, რომ ეს არის სახელმწიფო თუმცა სახელმწიფომ დღეს ეს დაამტკიცა. დღეს 23 თებერვალს წითელი არმიის დღეს წითელი არმიის ბოლშევიკები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ქართულ სახელმწიფოს. თუმცა, დადასტრუდა რომ თანამედროვე ბოლშევიკები, მიხეილ სააკაშვილები, ნიკა გვარამიები, გიგა ბოკერიები, ნიკანორ მელიები, ნინო ბურჯანაძეები, ნატო ჩხეიძეები და ირაკლი ოქრუაშვილები ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ.

მადლობას ვუხდით ვახტანგ გომლაურს და თითოეულ პოლიციელს რომელმაც უზრუნველყო საკმაოდ რთული ოპერაციის სანიმუშოდ, ძალის გადამეტების გარეშე ჩატარება სახელმწიფოს ღირსების დაცვა და კანონის აღსრულება. რადიკალებისთვის პასუხის გაცემა, კანონის აღსრულება და დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის დაცვა არის ერთადერთი გზა რომელიც უზრუნველყოფს ქარტულ ოპოლიტიკაში პოლარიზაციის დასრულებას და დემოკრატიული პროცესების სწორი მიმარტულებით განვითარებას”
– ამბობს ირაკლი კობახიძე.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია