მიქელაძე ხელისუფლებაზე: ავტორიტარიზმის გაფორმება ამ კომიკურ პოლიტიკურ ჯგუფს არ გამოუვა
“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონისტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე შტურმს აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არც სახელმწიფოებრივ და არც ვიწროპარტიულ ინტერესებს არ ემსახურება.

მიქელაძე აცხადებს, რომ ავტორიტარიზმის გაფორმება და ამით ძალაუფლების შენარჩუნება მისი თქმით ამ დელეგიტიმიზებულ პოლტიკურ ჯგუფს არ გამოუვა:

“ეს გადაწყვეტილება არც სახელმწიფოებრივ და არც ვიწრო პარტიულ ინტერესებს არ ემსახურება. დარმუნებული ვარ ქართულმა ოცნებამ დღეს მისი მხარდამჭერების დიდი ნაწილიც დაკარგა. ავტორიტარიზმის გაფორმება და ამით ძალაუფლების შენარჩუნებაც ამ კომიკურ და დელეგიტიმიზებულ პოლიტიკურ ჯგუფს საბოლოოდ არ გამოუვა, თან ამ ფაზაში და ჩვენნაირ საზოგადოებაში. ანუ ქართული ოცნება დღეს არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ საკუთარი თავის წინააღმდეგაც მუშაობს. ეს პარადოქსული მდგომარეობა მხოლოდ იმას შეიძლება აჩვენებდეს, რომ აქ უკვე “სხვა” მოქმედებს”
– ამბობს თამთა მიქელაძე.

წყარო: ნეტგაზეთი
Print