ენმ-ის ოფისთან 21 პირი დააკავეს – შსს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან 21 პირია დაკავებული, – ამის შესახებ „პუბლიკას” შსს-ში განუცხადეს.

როგორც უწყებაში ამბობენ, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შენობაში მყოფი ადამიანების თქმით, სპეცრაზმმა გაუშვა სპეციალური ცრემლსადენი საშუალება, რის გამოც რამდენიმე ადამიანს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მოგვიანებით, ენმ-ის ოფისთან რამდენიმე აქტივისტი და პარტიის მხარდამჭერი დააკავეს.

წყარო: პუბლიკა
Print