404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მათი ოფისი დარბეულია
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მათი ოფისი დარბეულია.

როგორც პარტიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, სალომე სიგუამ „მთავარ არხს“ აღუწერა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შევიდნენ IT-ის ჩაკეტილ ოთახში, ასევე გატეხეს პრესსამსახურის არქივის ოთახის კარი. მისივე თქმით, წაღებული აქვთ სერვერის ნაწილი.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, შსს შევიდა მის კაბინეტშიც.

„როგორც ყველგან დაარბიეს, დალეწეს… რას ეძებდნენ, არ ვიცი,“
– თქვა მან.







„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია რამდენიმე წუთის წინ დააკავეს. მისი აყვანის წინ ოფისში, სავარაუდოდ, ცრემლმდენი საშუალება გაუშვეს, მანამდე კი პოლიციამ იქ შეკრებილი ადამიანები შენობიდან გამოიყვანა.

ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულია რამდენიმე აქტივისტიც.

წყარო: პუბლიკა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია