404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
„ეს დიქტატურის დამყარებაა“ – ბურჯანაძე მელიას დაკავებაზე
სირცხვილი იქნება ქართველებო, საქართველოს მოქალაქეებო ივანიშვილ-ღარიბაშვილის დიქტატურის დამყარება ქვეყანაში,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ ნიკა მელია ძალიან მალე თავისუფალი იქნება.

„დარწმუნებული ვარ, ნიკა მელია ძალიან მალე თავისუფალი იქნება და ამას ყველა ერთობლივი ბრძოლით მივაღწევთ. ძალიან სირცხვილი იქნება ქართველებო, საქართველოს მოქალაქეებო ივანიშვილ-ღარიბაშვილის დიქტატურის დამყარება ქვეყანაში. ყველაფერს ხომ თავისი სახელი, სახე და ფორმა აქვს. ივანიშვილ-ღარიბაშვილის დიქტატურა ძალიან დიდი სირცხვილია. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, თქვენი შვილების მომავლისთვის ადექით არა ნიკა მელიას, არა ჩემი, არა იმ ადამიანების, ვინც აქ ვდგავართ, არამედ თქვენი შვილების მომავლისთვის, გინდათ ღარიბაშვილის დიქტატურაში გაიზარდოს თქვენი შვილები? მაშინ ჩვენ ღირსება არ გვქონია. საერთოდ ყველანაირი დიქტატურა მიუღებელია, მაგრამ კომიკური დიქტატურა კიდევ უფრო დიდი უბედურებაა“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია