სიახლე
გიორგი ბარამიძე დაკავებულია - შსს
„ფორმულა“ ავრცელებს კადრებს, რომელშიც ჩანს, როგორ გადაჰყავთ პოლიციელებს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან, სავარაუდოდ, შეუძლოდ მყოფი პარტიის წევრი გიორგი ბარამიძე.

პარტიის პრესსამსახურში „პუბლიკასთან“ აცხადებენ, რომ გიორგი ბარამიძე შეუძლოდ, სავარაუდოდ, შეხლა-შემოხლის დროს გახდა. მათივე თქმით, არ იციან ბარამიძის ადგილსამყოფელი და ამ დრომდე ეძებენ.

„პუბლიკასთან“ შსს-ში აცხადებენ, რომ 21 დაკავებულიდან ერთ-ერთი გიორგი ბარამიძეა.

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შენობაში მყოფი ადამიანების თქმით, სპეცრაზმმა გაუშვა სპეციალური ცრემლსადენი საშუალება, რის გამოც რამდენიმე ადამიანს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მოგვიანებით, ენმ-ის ოფისთან რამდენიმე აქტივისტი და პარტიის მხარდამჭერი დააკავეს. შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის დაკავებულია 21 ადამიანი.

წყარო: პუბლიკა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია