ნიკა მელია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მელიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცადა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია რამდენიმე საათის წინ დააკავეს. მისი აყვანის სპეცოპერაცია შსს-მ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დილიდან დაიწყო.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print