ქალაქ თბილისში ნარიმან ნარიმანოვის წიგნი დაიბეჭდა
აზერბაიჯანის საზოგადო მოღვაწის, მწერალისა, პუბლიცისტისა და დრამატურგის ნარიმან ნარიმანოვის ნამუშევრები ქართულ ენაზე პირველად დაიბეჭდა. ინფორმაციას ნარიმანოვის სახელობის მუზეუმი ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

წიგნის წინასიტყვაობა ეკონომიკის დარგში ფილოსოფიის დოქტორი აიგულ ისაევას ეკუთვნის, ნამუშევრების თარგმანზე კი ფილოლოგმა ოქტაი კაზუმოვმა იმუშავა.

აიგულ ისაევამ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით კონფერენციის ჩატარებასაც გეგმავდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ღონისძიების გამართვა ვეღარ მოხერხდა.

წიგნში მკითველისთვის წარდგენილია ნაწარმოებები „უმეცრება“, „ნადირ შახი“. პიესები და რომანი „ბახადური და სონა“ აზერბაიჯანულ და ქართულ ენაზე დაბეჭდილი. აღსანიშნავია, რომ ნარიმან ნარიმანოვმა „უმეცრება“ საქართველოში ცხოვრების დროს დაწერა.

„პუბლიცისტი, ექიმი, მწერალი, დრამატურგი“, - ასე იცნობენ ნარიმან ნარიმანოვს მარნეულელები. მათ უმრავლესობას მისი საქმიანობის მხოლოდ ამ ნაწილზე აქვს ინფორმაცია, მაგრამ ნარიმანოვის სახელს უკავშირედება აზერბაიჯანის „გასაბჭოება“. ის 1920 წელს, ბაქოს ოკუპაციის დროს აზერბაიჯანის რევოლუციური კომიტეტის თამჯდომარე იყო, შემდეგ კი დაინიშნა აზერბაიჯანის სსრ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისრად და მთავრობის თავმჯდომარედ.

რადიო "მარნეული"
Print