404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
კანცელარიასთან ნიკა მელიას მხარდასაჭერად ანტისახელისუფლებო აქცია იმართება
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდოამრის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად, რომლის დასაკავებლადაც დღეს პარტიის ოფისში პოლიცია შტურმით შევიდა, კანცელარიასთან აქცია იმართება.

აქციას უერთდებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

დღეს, 23 თებერვალს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელია დააკავეს. მელია პოლიციელებმა სპეციალური მანქანით წაიყვანეს.

მელიას დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა, ენმ-ს ოფისის შტურმისას სავარაუდოდ წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

ენმ-ს ოფისთან დილიდან პოლიციელები და მაშველები იყვნენ მობილიზებული. ადგილზე ასევე მიიტანეს სპეციალური სახანძრო კიბე, რომლითაც პოლიციელები შენობის სახურავზე ავიდნენ და ოფისში ამ გზით შეაღწიეს.

„პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო”, – ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინსიტრომ 18 თებერვალს მას შემდეგ გაავრცელა, რაც პრემიერმა გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განაცხადა.

შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობდა, რომ ვერ იტყოდა ზუსტად, თუ როდის დააკავებდნენ მელიას.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია