წითელი ხიდის ავტობუსის შესაკეთებლად მარნეულის „ავტოპარკი“ ნაწილებს ელოდება

მარნეული-წითელი ხიდის ხაზზე მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტი უკვე თვეებია შეფერხებით მოძრაობს.

პანდემიასთან დაკავშირებით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ მუნიციალური ტრანსპორტის გრაფიკი შეიცვალა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის „ავტოპარკის“ დირექტორმა განაცხადა, რომ ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი არ შეცვლილა, მაგრამ დილის 8 საათიდან საღამოს 17:30 საათამდე მოძრავი ერთი ავტობუსი დღემდე არ მუშაობს.

წითელი ხიდის მიმდებარედ სოფლების მოსახლეობა ფიქრობს, რომ ავტობუსების გაჩერება საზღვრების ჩაკეტვამ და მგზავრების შემცირებამ გამოიწვია, მაგრამ სოფლის მოსახლეობას მაინც სჭირდება შორ მანძილზე გადაადგილება, რადგან მარნეულის მუნიციპალიტეტში ბაზრები, მაღაზიები და მათი სამუშაო ადგილებია. სოფლების მოსახლეობის ნაწილი ქალაქ მარნეულში დადის სამუშაოდ. სამუშაო საათები დილით, დაახლეობით, 9 საათზე იწყება და სწორედ ამიტომ მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი ესაჭიროება. რადიო „მარნეულმა“ მარნეული-წითელი ხიდის მიმართულებით მოძრავ მუნიციპალურ ავტობუსთან დაკავშირებით რამდენჯერმე მოამზადა მასალა, მაგრამ პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.

ვექილ ახმედოვი კირეჩ მუღანლოს მკვიდრია. ის 5 წელია მარნეულში ფქვილის ქარხანაში საწყობის დამკვირვებლად მუშაობს. მისი თქმით ყოველ დილას 8:30 სათზე მარნეულში სამსახურშ უნდა იყოს, მაგრამ მუნიციპალური ავტობუსი არ მუშაობს და ამიტომ თვეებია სამსახურში იგვიანებს. სამსახურში წასვლის და დაბრუნებისთვის მეორე ქესალოს და კაჩაგნის ავტობუსებით სარგებლობენ. რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლის გამო მისი მგზავრობის ხარჯებიც გაიზარდა, ადრე თუ დღეში 4 ლარს ხარჯავდა, ახლა მინიმუმ 10 ლარის დახარჯვა უწევს.

ახმედოვმა პრობლემებთან დაკავშირებით მარნეულის შპს „ავტოპარკის“ დირექტორის გიგა ჯალაღონიას მიმართა და დღეს, 23 თებერვალს, მათ ოფისშიც მივიდა. მას უთხრეს, რომ კიდევ რამდენიმე დღე დაიცადოს, რის შემდეგაც ავტობუსი ჩვეულებრივ გააგრძელებს მოძრაობას.

„მისვლა-მოსვლა ნულის დონეზეა. ტრანსპორტი არ მუშაობს. ეს ჩემს სამუშაოზე უარყოფითად მოქმედებს. მე სხვა სოფელბის მარშრუტკებთან მიწევს დამატებითი ფულის გადახდა. ადრე დღეში 2 ლარს თუ ვხარჯავდი, ახლა 10 ლარს ვხარჯავ. მიმართვის რაოდენობა უკვე აღარ ვიცი. ყოველ ჯერზე მივდივარ და მივმართავ, მეუბნებიან ცოტაც მოითმინეო, მაგრამ პრობლემა დღესაც არ მოგავრებულა. დღეს უფროსს შევხვდი, პრობლემა შევახსენე. მითხრა 3-4 დღე დამელოდეო დაზიანებულია და მოვაგვარებთო“ - ვექილ ახმედოვი აცხადებს.

სოფელ კაჩაგნის მაცხოვრებელი სევინჯ გუმბათოვა წითელ ხიდზე სადაზღვევო სამსახურშ მუშაობს. ის სამსახურში წასასვლელად მუნიციპალურ ტრანსპორტით სარგებლობს. სევინჯი ამბობს, რომ მოსვლა ცოტ ადვილია, მაგრამ დაბრუნებისას პრობლემა ექმნება.

„ყოველ დღე დილის 9-ზე წითელ ხიდზე მივდივარ და 6-ზე ვბრუნდები. საღამოს საათებში ავტობუსი არ მოდის და გზაში ვრჩები. ზამთარში ტრანსპორტი რომ არაა პრობლემური სიტუაცია იქმნება. ხან გზაში მანქანა მხვდება ხან ტაქსით მივდივარ. რამდნეიმეჯერ ცხელ ხაზზეც დავურეკე და მითხრეს, რომ საღამოს საათებში ავტობუსი აღარ მუშაობსო, ან მეუბნებიან, რომ საზღვრების ჩაკეტვის გამო მეტი რეისის საჭიროება არააო“.

როგორც რადიო მარნეულთან საუბრისას შპს ავტოპარკის დირეტორმა, გიგა ჯალაღონიამ თქვა, თვეებია, რაც ტრანსპორტის შეკეთებას ელოდებიან.

„ისეთი ადვილი არ არის როგორც ხალხს ჰგონია ხოლმე. ძალიან დაზიანებულია ტრანსპორტი, ძრავი აქვს დაზიანებული და სერიოზული პრობლემები აქვს ტრანსპორტს და დეტალებს ველოდებით. ტენდერები გვიანდება. იცით რა მდგომარეობაც არისს ხომ? გაკეთდება, ვეცდებით, რომ რაც შეიძლება მალე გაკეთდეს იმიტომ, რომ უკვე მოგვეცა შესაძლებლობა გავარემონტოთ“


მარნეულის „ავტოპარკის“ უფროსის განმარტებით, შეეცდება რომ პრობლემა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს, მაგრამ ზუსტ დროს მაინც ვერ ასახელებს.

რადიო „მარნეული“

 

Print