404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
რაგბის კავშირის შენობასთან, სადაც პრეზიდენტის არჩევნები უნდა გაიმართოს, დაძაბულობაა
რაგბის კავშირის შენობასთან, სადაც პრეზიდენტის არჩევნები უნდა გაიმართოს, დაძაბულობაა.

ავჭალის სტადიონთან იმყოფებიან ირაკლი აბუსერიძე და მისი მხარდამჭერები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტი უკვე არჩეულია და დღევანდელი ყრილობა არალეგიტიმურია. თავად ირაკლი აბუსერიძეს იმედი აქვს, რომ დღეს დაგეგმილ ყრილობაზე კვორუმი არ შედგება და ჩაიშლება.

შეგახსენებთ, რომ ამჯერად საპრეზიდენტო კანდიდატად მხოლოდ იოსებ ტყემალაძეა დარეგისტრირებული.

როგორც ცნობილია, გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა. აქედან გამომდინარე, აბუსერიძე დღეს დაგეგმილ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია