კერძო და საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღები ფუნქციონირებას 1-ელი მარტიდან
დაიწყებენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
ღარიბაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები როგორც საჯარო, ისე კერძო,
ფუნქციონირებას აღადგენენ 1-ელი მარტიდან, 2 კვირაში ერთხელ
თანამშრომლების 20%- ის ტესტირების პირობით“, -
განაცხადა ღარიბაშვილმა.