404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
რა შეზღუდვები (არ) იხსნება და როდიდან - ცხრილი
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დაასახელა ვადები, თუ რომელი რეგულაცია რა პერიოდიდან შემსუბუქდება:

25 თებერვლიდან

სასტუმროები სამთო კურორტებზე, რეგულაციების სრული დაცვით;

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

1 მარტიდან

ბათუმში რესტორნები შიდა სივრცეში მუშაობას განაახლებენ (შაბათ-კვირის გარდა);

კონფერენციები და ტრენინგები;

კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები;

უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები შეძლებენ კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას, ასევე, გამოცდების არადისტანციურ ჩატარებას;

მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ;

იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ პსრ ტესტის ნეგატიური პასუხით 1 მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

8 მარტიდან

სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები;

მთელ საქართველოში რესტორნები შიდა სივრცეებში მუშაობას განაახლებენ (შაბათ-კვირის გარდა);

არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით; იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები – მუშაობას განაახლებენ.

15 მარტიდან
სპორტული დარბაზები;

უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები აუდიტორიებში დაიწყებენ მუშაობას;

სასკოლო წრეები განახლდება;

თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციებისა და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები, მაყურებლის დასწრებით) – 1 აპრილიდან;

1 აპრილიდან

თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით;

მთავრობის გადაწყვეტილებით, „კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება.

წყარო: პუბლიკა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია