სპორტული დარბაზები 15 მარტიდან ფუნქციონირებას განაახლებენ, - ამის
შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ
განაცხადა.
მისივე თქმით, სპორტდარბაზები განსაზღვრული რეგულაციების დაცვით
გაიხსნება.
„კონფერენცია და ტრენინგები შესაბამისი
პროტოკოლის დაცვით განახლდება 1 მარტიდან. 15 მარტიდან ფუნქციონირებას
განაახლებენ სპორტდარბაზები, განსაზღვრული რეგულაციების
დაცვით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.