სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ -კვირის ჩათვლით მუშაობას 8
მარტიდან განაახლებენ,
-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ
განაცხადა.
„არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით,
იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას
განაახლებენ 8 მარტიდან“,-აღნიშნა ღარიბაშვილმა
ცნობისთვის, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი
ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო
საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.