მუტირებული შტამის შემთხვევები გვაქვს დადასტურებული, გამოვლენილია კლასტერებიც - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის 3 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულებისას განაცხადა.

„ახალ შტამებზე სერიოზული კვლევა მიმდინარეობს. სამი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული და მასთან დაკავშირებული კლასტერები. გამოვლენილია 31 ადამიანი, სადაც დიდი ალბათობით არის მუტირებული შტამი", -აცხადებს ამირამ განყრელიძე.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები