404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
მიხეილ სააკაშვილი - არასდროს მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება, ამასაც გავაკეთებ, ყოველთვის ვასრულებ დანაპირებს
მე არასდროს მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება მსგავსი პირობის მიცემა, ამასაც გავაკეთებ. მე ყოველთვის ვასრულებ ჩემს დანაპირებს,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსული ტელეკომპანია „დოჟდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე განცხადებით, ის ყოველთვის მზად იყო დახმარებისთვის, თუმცა ამავდროულად არ სურდა ოპოზიციური ერთიანობის დარღვევა, რადგან საქართველოში ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას მისი პოპულარობა არ მოსწონდა.

„მართალია, რომ საქართველოში მე მაქვს აბსოლუტური მხარდაჭერა. გამოკითხვების მიხედვით, 60-დან 70%-მდე საქართველო მოქალაქეებს სურთ, რომ მე დავბრუნდე. ამასთანავე, ნიკა მელიას აქვს ძალიან ფართო და დიდი მხარდაჭერა. ჩვენ ის პარტიის თავმჯდომარედ ავირჩიეთ ელექტრონული ხმის მიცემის პრინციპით და პირველი პარტია გავხდით რეგიონში, ვინც პარტიული არჩევნები ელექტრონული ხმის მიცემის პრინციპით ჩაატარა, ამან ძალიან კარგად იმუშავა. მე არასდროს არ მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება მსგავსი პირობის მიცემა, ამასაც გავაკეთებ. მე ყოველთვის ვასრულებ ჩემს პირობას. ყოველთვის მზად ვიყავი დახმარებისთვის, ამავდროულად, არ მინდოდა ხელი შემეშალა ოპოზიციური ერთიანობისთვის, რადგან რომელიღაც ოპოზიციურ პარტიას არ მოსწონდა, რომ მე ვიყავი ყველაზე პოპულარული, ჩვენ კი უმრავლესობა გვჭირდებოდა და არა პირველი ადგილი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია