404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
მამუკა ხაზარაძე - ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, გადატვირთვის ერთადერთი გზა კი რიგგარეშე არჩევნებია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან.

ისინი მსვლელობით ფილარმონიისკენ გაემართებიან, საიდანაც 13:00 საათზე ოპოზიციის მსვლელობას სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ შეუერთდებიან.

როგორც „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, 15:00 საათზე დაანონსებულ აქციას "ლელოს" მხარდამჭერები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.

„ჩვენი პარტიის წევრები და ამომრჩევლები ვიკრიბებით უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან. აქედან შევუერთდებით სხვა ოპოზიციური პარტიის მსვლელობას რუსთაველის გამზირისკენ. ქვეყანა უმძიმეს, ეკონომიკურ, პოლიტიკურ პანდემიურ კრიზისში და უიმედობაშია. მთავრობა უსუსურია, ქვეყანაში სუფევს სრული უსამართლობა.

ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, გადატვირთვის ერთადერთი გზა არის რიგგარეშე არჩევნები. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს კონსტიტუციის ფარგლებში, სანამ ქვეყანაში არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები“,
- განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, აქცია პარლამენტის შენობასთან, 15:00 საათზე, დაიწყება, თუმცა იქამდე, 13:00 საათზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ მოაწყობენ.

15:00 საათზე პარლამენტთან შეკრებილებს ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიმართავენ. პოლიტიკური განცხადებების გარდა ოპოზიცია საკუთარ სამოქმედო გეგმასაც გააჟღერებს.

დაგეგმილია დამატებითი კარვების გაშლაც. ამასთან, მომიტინგეები პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებას და საკუთარი პროტესტის მთავრობის სახლთან დაფიქსირებასაც გეგმავენ.

წყარო: report.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია