ოპოზიცია 2 მარტს პარლამენტის პიკეტს აანონსებს
ოპოზიციის ლიდერები 2 მარტს პარლამენტის პიკეტს აანონსებენ.

დღეს 26 თებერვალს გამართულ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ თქვა, 2 მარტს ოპოზიცია პარლამენტის პიკეტს მოაწყობს, პიკეტი იგეგმება ასევე 5 მარტს კანცელარიასთან.

ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ოპოზიციის გეგმა გამოიყურება ასე:

„დღევანდელი პროსტესის შემდეგ ჩვენ 2 მარტს თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამაინებთან ერთად ვგეგმავთ პარლამენტის შენობის პიკეტირებას, იმისთვის, რომ ჩვენი ხმა, საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმა გაიგოს რეჟიმმა და ამ შენობაში საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოში, სადაც გავრილოვი წამოასკუპეს, მისი ვერც ერთი მსახური კომფორტულად ვერ დაჯდეს.

5 მარტს ვგეგმავთ კანცელარიის პიკეტირებას, იმისთვის, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ გამორჩეულ მსხარს, ღარიბაშვილს, რომელიც თავისთავად უშინაარსო ადამიანია და მისგან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხმა ისმის.

9 მარტს ჩვენ ვგეგმავთ აქციას შსს-თან, იმიტომ, რომ ეს უწყება დღეს არის ერთი ადამიანების ნება-სურვილის შემსრულებელი, იჭერს აქტივისტებს, ლახავს უფლებებს და არ ესმის ის, რომ მათი მთავარი დანიშნულება, არის ქვეყნის სამსახური და არა – ბიძინა ივანიშვილის.

11 მარტს ჩვენ ვგეგმავთ აქციას ამ რეჟიმის მთავარ სიმბოლოსთან – სასამართლოსთან, რომელიც გადაიქცა მურუსიძის, ჩინჩალაძისა და უსამართლობის მთავარ სიმბოლოდ.

13 მარტს ამ აქციებს, ასე ვთქთვათ, ბოლოში, ჩვენ კიდევ ერთხელ პარლამენტთან ვიკრიბებით ერთად, ბევრი და რა თქმა უნდა, ეს იქნება, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მარში და აქცია თავისუფლებისთვის,“.


აქციების და პიკეტების პარალელურად, ოპოზიცია ამბობს, რომ პარლამენტთან მუდმივად იქნება კარვებიც.

„გეგმა არის შემდეგ, აქ გაიშლება კარვები, რომლებიც ჩამოვიდნენ ბათუმიდან, ქუთაისიდან და ზუგდიდიდან. სხვადასხვა პარიების კარვების, სადაც მუდმივად იქნება პროტესტი ცენტრი, ხოლო ვისაც გვინდა, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ იმ მთავარ სიმბოლოს დღეს უსამართლობის, გადავინაცვლოთ მთავრობის კანცელარიასთან და იქაც გავმართოთ პროტესტი და გავაგონოთ ჩვენი ხმა,“ – განაცხადა დეკანოიძემ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები