404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
ჩვენი გუნდის დროულმა რეაგირებამ მოგვცა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ვირუსს - ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდის დროულმა რეაგირებამ შესაძლებლობა მისცა ქვეყანას გამკლავებოდა ვირუსს. პრემიერის განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ვითარება ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება და ყურადღების მოდუნება დაუშვებელია.

„წელიწადია, რაც ჩვენ ამ ომში ვართ უხილავ მტერთან. ჩვენი გუნდის დროულმა რეაგირებამ, ქართველი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების პროფესიონალიზმმა და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან გამოჩენილმა სამოქალაქო პასუხისმგებლობამ მოგვცა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ვირუსს როგორც გაზაფხულზე, პანდემიის დასაწყისში, ისე მეორე ტალღის დროს.

იყო ძალიან სერიოზული გამოწვევები, მოკლე დროში ჩვენ დაგვჭირდა პანდემიის მართვის რეჟიმზე გადასვლა და უნდა ითქვას, რომ ამ გამოწვევებს ეფექტიანად ვუპასუხეთ.

მართალია, მსოფლიოში ვაქცინის დეფიციტმა გაართულა ჩვენი მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყება, მაგრამ, მერწმუნეთ, ჩვენი მთავრობა, თითოეული უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ პირველი დოზები რაც შეიძლება მალე მიიღოს, “
- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ვითარება იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს და რეგულაციების უმეტესობა შემსუბუქდა, ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება.

წყარო: პუბლიკა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია