მიმდინარეობს დისკუსიები ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე — კრის სოჩა
აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი კრის სოჩა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე დისკუსიები მიმდინარეობს.

სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში მიმდინარეობს საუბარი შესაძლო სანქციებზე. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ორი საკითხის განხილვა შეიძლება: სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს ანგარიშების გაყინვის შესაძლებლობა, თუ მას [ივანიშვილს] მსგავსი ანგარიშები აშშ-ში აქვს. ფინანსთა დეპარტამენტს ამის შესაძლებლობა ნამდვილად აქვს.

მეორე საკითხი არის მოგზაურობის აკრძალვა — თუ ივანიშვილი თავად არ მოგზაურობს აშშ-ში, მას ჰყავს შვილები, რომლებიც მოგზაურობენ. იყო საუბარი იმასთან დაკავშირებითაც, რომ მის შვილებს ჩამორთმეოდათ აშშ-ში მოგზაურობისა და სწავლის შესაძლებლობა. ვფიქრობ, მას ეს აღელვებს…

ეს ცხადი მტკიცებულება არ არის, რომელიც მას
აიძულებს ქცევის შეცვლას, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი გზა..,“ — ამბობს სოჩა 25 თებერვალს გამართულ ონლაინ შეხვედრაზე.

ივანიშვილის გარდა, სოჩა ასევე საუბრობს სხვა პირებისთვისაც სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე:

ვფიქრობ, რომ არსებობენ სხვა ადამიანები, რომლებიც ჩართულნი არიან პოლიტიკურად მოტივირებულ სამართლებრივ დევნაში, რომლებიც ახლოს არიან მასთან [ივანიშვილთან] და შესაძლოა, მათი სანქცირებაც მოხდეს“, – ამბობს სოჩა და დასძენს, რომ გადაწყვეტილი ჯერჯერობით არაფერია, თუმცა იმეორებს, რომ ამასთან დაკავშირებით საუბარი მიმდინარეობს.

წყარო: ნეტგაზეთი
Print