ფაიგ გულიევი მარნეულში ხოჯალიდან დევნილ ოჯახებს შეხვდა
დღეს, 26 თებერვალს, მარნეულის ჩაის სახლში ხოჯალიდან დევნილ ოაჯხებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი, ფაიგ გულიევი იღებდა მინაწილეობას.

შეკრებილებმა ხოჯალის გენოციდში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილი მიაგეს.

ტრაგედიის თვითმხილველი, ზარიფა ბაირამოვა სიტყვით გამოვიდა და გადატანილ სირთულეებზე ისაუბრა. თქვა, რომ ძნელია იმ დღეების გახსენება. ზარიფას მსგავსად აგნეთ ჩირდილმაც გაიხსენა ტრაგედია.

ფაიგ გულიევმა აღნიშნა, რომ ხოჯალიში მომხდარი მოგონენებები დაიბეჭდება და მონაწილე ოჯახებს გადაეცემათ. დღეს ხოჯალიდან დევნილ ხუთ ოჯახს პროდუქტები გადაეცათ.

შეხვედრას მარენულის მერის მოადგილე ქენან ომაროვი, მერის თანამშემწე ადილ ალიევი დქ საქართველოში აზერბაიჯანელთა საქმიანი პირების გაერთიანების სამმართველოს წევრი, ნარიმან ყურბანოვი ესწრებოდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები