ახალციხეში ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
ახალციხეში ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. “რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ქალი 70 წლის იყო.

“ქალი ისე იყო შეფუთული “სკოჩებით”, რომ განზრახ მკვლელობა იყო, აბა რა იყო, ან შევიდნენ გასაქურდად. არაფერი ჰქონდა საწყალს, ვის რას მისცემდა, მოკლეს ალბათ”,
— ამბობს გარდაცვლილი ქალის მეზობელი “რუსთავი 2-თან”.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხადარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები