ახალციხეში ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. “რუსთავი 2-ის”
ინფორმაციით, ქალი 70 წლის იყო.
“ქალი ისე იყო შეფუთული “სკოჩებით”, რომ განზრახ მკვლელობა იყო, აბა
რა იყო, ან შევიდნენ გასაქურდად. არაფერი ჰქონდა საწყალს, ვის რას
მისცემდა, მოკლეს ალბათ”, — ამბობს გარდაცვლილი ქალის
მეზობელი “რუსთავი 2-თან”.
როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,
მომხადარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით
დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.