ევროპული საბჭოს პრეზიდენტი - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ვაქცინების დოზებზე წვდომა ჰქონდეს
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ვაქცინების დოზებზე წვდომა ჰქონდეს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

შარლ მიშელმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ვაქცინების დისტრიბუცია მალე მოხდება.

„ევროკავშირი არის მთავარი დონატორი „კოვაქს პროგრამის“ და ამის წყალობით, იმედი მაქვს, რომ საქართველოში მალე იქნება ვაქცინების დისტრიბუცია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ვაქცინის დოზებზე წვდომა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციებთან ერთად“, - განაცხადა მიშელმა.

ცნობისათვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელიც თბილისს სტუმრობს, დღეიდან ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს. ის შეხვდება როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები