ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თბილისშია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაფრინდა.

აეროპორტში შარლ მიშელს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატალი საბანაძე დახვდნენ.

როგორც ევროპული საბჭოს ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, 1 მარტს შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდება, რის შემდეგაც მათი ერთობლივი განცხადებები გაკეთდება პრესისთვის.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , არჩილ თალაკვაძეს, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს.

ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და დაესწრება ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნას. შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები