ქართველი მკვლევარის დღიურები ყარაბაღიდან - დღე პირველი, აღდამი
"რონდელის" ფონდის მკვლევარი ალექსანდრე კვახაძე სოციალუ ქსელში აზერბაიჯანის დეოკუპირებულ ტერიტორიებიდან პოსტებს აქვეყნებს. მკვლევარი აზერბიანის მიერ ორგანიზებულ მედია ტურში იმყოფება. პირველი პოსტი მან აღდამიდან გამოაქვეყნა. 

"ყარაბაღი 27 თებერვალი
დღე პირველი
დღეს მოვინახულე ყარაბაღის ქალაქი აღდამი. ეს ქალაქი არ შედიოდა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში. მისი მოსახლეობა 30 ათასამდე იყო და ძირითადად აზერბაიჯანელებისგან შედგებოდა. თუმცა, ყარაბაღის პირველი ომის დროს ეს ქალაქი და აღდამის რაიონის ნახევარი მოსახლეობის ნახევარი დაიკავეს სომხურმა ძალებმა და ადგილობრივი მოსახლეობა მთლიანად იქნა განდევნილი. ქალაქი მიწასთან იყო გასწორებული. ბრიტანულმა ავტორმა თომას დე ვაალმა თავის მონოგრაფიაში The Black Garden აღდამს "კავკასიის ჰიროშიმა" უწოდა. ბევრი სახლი გრეიდერით იქნა მიწასთან გასწორებული. ასევე, ადგილობრივი დე-ფაქტო მაღალჩინოსნები აგურ-აგურ შლიდნენ მიტოვებულ სახლებს და ერევანში მასალად ყიდდნენ. ასევე, დაზიანდა ისტორიული ძეგლები. ისტორიულ მე-19 საუკუნის მეჩეთში, აბანოსა და შეიხების მავზოლეუმებში (გუმბაზებში) დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები საქონელს ინახავდნენ. აღდამში ყოფნისას სასტიკად აგვიკრძალეს ასფალტიანი საფარის გარეთ გასვლა, რადგან ტერიტორია კვლავაც დანაღმული რჩება. ასევე სამხედროებმა გვაჩვენებს სომხების დანატოვარი რუსული წარმოების სარაკეტო-საზენიტო კომპლექსი КУБ, რომელიც ბაირაქთარის ავიადარტყმის შედეგად განადგურდა. სომხეთ-აზერბაიჯანის 2020 წლის ომის დროს აზერბაიჯანმა მოახდინა ქალაქ აღდამის და მთელი აღდამის რაიონის დეოკუპაცია. იგეგმება აღდამის IT ტექნოლოგიის ქალაქად, ანუ აზერბაიჯანის სილიკონის ველად გადიქცევა. ასევე, იგეგმება საფეხბურთო კლუბ აღდამის "ყარაბაღის" დაბრუნება აღდამში და უეფას სტანდარტის სტადიონის აშენება, სადაც კლუბი საშინაო მატჩებს გამართავს. კლუბის ფეხბურთელები უკვე იმყოფებოდნენ აღდამში, სადაც მათთვის საგანგებოდ განნაღმულ ტერიტორიაზე 5 წუთიანი მატჩი გამართეს. ვესაუბრე აზერბაიჯანელ სპწცრაზმელებს. თოვუზი, შექი, ნახჭევანი, ოდიში... სხვადასხვა რეგიონებს წარმოადგენდნენ და სხვადასხვა დიალექტებზე საუბრობდნენ. მარნეულში აკიდებული "ც"-ებიანი აქცენტით ვესაუბრე და თავიდან მეც საქართველოს აზერბაიჯანელი ვეგონე.
ახლა ვნრუნდებით უსაფრთხო ტერიტორიაზე
"- წერს ალექსანდრე კვახაძე

გამოქვეყნებული ფოტოები ალექსანდრე კვახაძეს ეკუთვნის:






აზერბაიჯანის მიერ ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ფიზულისა და ჯებრაილის რეგიონებს უცხოური მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ.

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაში ქართველი ჟურნალისტებიც იღებენ მონაწილეობას.

უცხოელი ჟურნალისტების აზერბაიჯანის მიერ ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ვიზიტი 1 მარტამდე გაგრძელდება.

ჟურნალისტები გათავისუფლებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას გაეცნობიან, კერძოდ, რეგიონებში ელექტრო ქსელების აღდგენის სამუშაოების მიმდინარეობას დააკვირდებიან, ასევე ფიზულის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობისა და "გამარჯვების გზის" სამუშაოებს დაათვალიერებენ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები